Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიას სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების უფლება მისცეს


მოსამართლემ უფლება მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, პირდაპირ ეთერში გადასცეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სხდომა 11 საათზე დაიწყო და მას მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელი ესწრება.

თავდაპირველად პირველ არხში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მოსამართლემ მათ არ მისცა უფლება სხდომაზე შეეტანათ პირდაპირი ტრანსლაციის მოწყობილობა - „ლაივუ“, რომლითაც, ასევე შესაძლებელი გახდებოდა ადგილიდან კადრები საერთო მოხმარების სერვერზე აეტვირთათ, მათი შემდგომი გავრცელებისთვის.

ამის შემდეგ, პირველმა არხმა გაავრცელა განცხადება და სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნა გამოთქვა.

„პირველმა არხმა მიმართა მოსამართლეს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვიდეოკამერასთან ერთად, პირდაპირი ჩართვის აპარატიც, ე.წ. ლაივუ შეეტანათ. პირველ არხს დღევანდელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე მოსამართლის თანხმობა ჯერ არ მიუღია“, - წერია განცხადებაში.

პროცესის დაწყებიდან თითქმის 2 საათის შემდეგ, მოსამართლე დაეთანხმა სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას.

სხდომის „ფეისბუკ ლაივით“ გადაცემის უფლება არ მიეცათ სააკაშვილის ადვოკატებსაც.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება
please wait

No media source currently available

0:00 0:01:49 0:00

სასამართლო პროცესის გადაღებისთვის, მედიასაშუალების ჟურნალისტმა უნდა შეავსოს სპეციალური ელექტრონული განცხადების ფორმა, პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა.

სასამართლო პროცესის გაშუქების საკითხს მოსამართლე წყვეტს პროცესის დაწყებამდე. საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს სხდომის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით.

სასამართლოს ვებსაიტის თანახმად, პირი, რომელიც ახორციელებს გადაღებას, ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სხდომის პირდაპირი ეთერით გადაცემის პრაქტიკა არსებობს. ასე მოხდა მიმდინარე წლის თებერვალში, როცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების ნებართვა გასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG