Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრემიერები ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდებიან


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს, 29 ნოემბერს მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია შეხვედრა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით. საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ 2021 წლის მაისში დააფუძნეს.

„ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბრიუსელში, ევროკავშირის ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა 2021 წლის ივნისში გაიმართა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, უფრო მაღალ, პრემიერ-მინისტრების დონეზე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციას ანიჭებენ. ზალკალიანის თანახმად, ბრიუსელში ვიზიტი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან იყოს განხილული „ასოცირებული ტრიოს“ პრიორიტეტული მიმართულებები და მოლოდინები „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის წინ. სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG