Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური სტატისტიკით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.9% იყო


ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის პირველ ათ თვეში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.5% იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა. ასეთივე მაჩვენებელი იყო სექტემბერშიც.

2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, ელექტროენერგიის და აირის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის დარგში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG