Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძემ თბილისის მთავრობა წარადგინა - სია


თბილისის მერმა კახა კალაძემ გუნდის მომავალი შემადგენლობა წარადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, გუნდის შემადგენლობა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება და იმედი აქვს, რომ მომავალ კვირაში დედაქალაქის ახალი მთავრობა დამტკიცდება.

თბილისის მერის მომავალი გუნდის შემადგენლობა ასეთია:

  • ვიცე მერი - ირაკლი ხმალაძე;
  • მერის მოადგილეები - ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია;
  • მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვალერი ჭიღლაძე;
  • ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - გიორგი აბუთიძე;
  • ეკონომიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ვახტანგ ლომჯარია;
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - გიგა გიგაშვილი;
  • კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ირაკლი გვილავა;
  • იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - სერგო ბირკაძე;
  • ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი;
  • მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - გიორგი პაპავა;
  • საფინანსო-საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - გაიოზ თალაკვაძე;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ჭონქაძე;
  • მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი - კახა გულედანი;
  • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - თეიმურაზ ბოლოთაშვილი.

ამასთან, კალაძის თქმით, თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი ჩაიბარებს, თბილისის განვითრების ფონდის ხელმძღვანელად ლევან ჯღარკავა დაინიშნება, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კი კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება.

„ყველა კანდიდატი საკუთარი საქმის გამორჩეული მცოდნე და საქმის ერთგული ადამიანია. მათ კარგად იციან, რომ მიუხედავად ჩემი პირადი, ადამიანური ურთიერთობებისა, ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი ყველა მიმართულებაზე, რომელსაც უხელმძღვანელებენ. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქალაქში ბევრი საქმეა გასაკეთებელი", - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე თბილისის მერი მეორე ვადით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ გახდა, 30 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG