Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის რეჟიმმა ექსტრემისტულად ცნო რადიო თავისუფლების სოციალური ქსელი


რადიო თავისუფლების სათავო ოფისი პრაღაში
რადიო თავისუფლების სათავო ოფისი პრაღაში

მინსკის სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ექაუნთები სოციალურ ქსელებში, მათ შორის ტელეგრამის და იუთუბის არხები.

სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მასალებს დაეყრდნო.

„ამგვარად, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმმა ექსტრემისტულად ცნო ყველა მსხვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საინფორმაციო საშუალების ტელეგრამის არხები. ჩვენ მოწმე ვართ სუვერენული ბელარუსის ისტორიის განმავლობაში ხელისუფლების უდიდეს თავდასხმაზე სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე“, - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.


ბელარუსში „ექსტრემისტულად“ ცნეს დაახლოებით 300 საინტერნეტო რესურსი. 27 ივლისს სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო პოლონური ტელეარხის „ბელსატის“ საინფორმაციო რესურსები. აგვისტოში ანალოგიური გადაწყვეტილება გამოიტანეს სპორტულ საიტ Tribuna.com-ის წინააღმდეგ. მინსკი ექსტრემისტულად მიიჩნევს საიტებს Zerkalo.io-სა და Tut.by-ს, მათ სოციალურ ქსელებსა და ლოგოტიპებს. 13 ნოემბერს კი ექსტრემისტულად ცნეს ბელარუსის უძველესი საინფორმაციო სააგენტო „ბელაპლანი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG