Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში გაირკვა ახალი კანცლერის ვინაობა


კარლ ნეჰამერი
კარლ ნეჰამერი

ავსტრიის სახალხო პარტიის (ÖVP) ხელმძღვანელობამ პარასკევს ერთხმად აირჩია პარტიის ახალ ლიდერად შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი, რაც ნიშნავს, რომ იგი მომავალი ფედერალური კანცლერის პოსტსაც მალე დაიკავებს.

„დღეს მე ერთხმად ამირჩიეს პარტიის აღმასრულებელ ხელმძღვანელად და იმავდროულად კანდიდატად ფედერალური კანცლერის პოსტზე. ეს დიდი პატივი და პრივილეგიაა ჩემთვის“, - განაცხადა ნეჰამერმა.

ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა სებასტიან კურცმა, რომელმაც მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიების გამო 2 თვის წინ დატოვა კანცლერის პოსტი, 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებს პარტიის ლიდერის პოსტს და საერთოდ მიდის პოლიტიკიდან.

კურცის შემდეგ კანცლერის მოვალეობას დროებით ასრულებს ალექსანდრ შალენბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ დაუყოვნებლად დატოვებდა პოსტს, როგორც კი პარტია ჩამოყალიბდებოდა ახალი ლიდერის კანდიდატურაზე. იუწყებიან, რომ შალენბერგი ნეჰამერის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

ავსტრიის მომავალი კანცლერი, კარლ ნეჰამერი მხარს უჭერდა ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის მკაცრ პოლიტიკას მიგრანტთა კრიზისის დროს, რამაც პარტიას ორჯერ გაამარჯვებინა საყოველთაო არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG