Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​​​​​​გურჯაანში, სავარაუდოდ, ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბრინჯაოს ხანის ორმო-სამარხი აღმოაჩინეს.

გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი და ძეგლთა დაცვის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი ამბობს, რომ სამარხი დაახლოებით 70 სმ სიღრმეზე იყო, სადაც ბრინჯაოს სატევარი, 15-მდე თიხის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი, ასევე ბრინჯაოს საკინძე (ნემსი) იყო დამარხული.

„ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიისთვის, რადგან ვიცით, რომ გურჯაანი ახალგაზრდა მუნიციპალიტეტია და ქალაქად გამოცხადდა 1935 წლის 25 მაისს. ამ აღმოჩენით ირკვევა, რომ ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული. ბრინჯაოს ნივთები ადრეც უპოვიათ. ეს მოწმობს, რომ აქ უნდა იყოს ბრინჯაოს ხანის დიდი სამაროვანი“, - განაცხადა მარკოზაშვილმა.

მასალები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში გადაიტანეს, სადაც მათ რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შემდეგ კი კვლავ გურჯაანს დაუბრუნდება და მის რომელიმე მუზეუმში განთავსდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG