Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს 28-ე მინისტერიალზე "ოთხეული" საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთოს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთი მაკედონია) თავმჯდომარეებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება - STOCKHOLM “QUADRIGA” STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE.

დოკუმენტში ე.წ. ოთხეულმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო.

„ოთხეული”, ეუთოს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მილაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს.

აგრეთვე, ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე -ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება.

დოკუმენტში „ოთხეული” ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ოთხეულის” განცხადება არის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთოს გასული წლისა და მომდევნო წლის თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG