Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა


ვულკანი სემერუ. 2020 წ. 1 დეკემბრის ფოტო.

4 დეკემბერს ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუდან კვამლისა და ფერფლის ამოფრქვევის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას, რათა თავი დააღწიოს ფერფლის გიგანტურ ღრუბელს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 15 ათას მეტრამდე ავიდა ცაში.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, ხალხი დამწვრობის გამოა დაშავებული.

დაზიანდა გზები და ხიდები, სქელი კვამლი აბრკოლებს სამაშველო სამუშაოებს.

სემერუს კრატერის გარშემო ხუთკილომეტრიანი ზონის გარეთ ხელისუფლებამ საევაკუაციო კარვები დადგა.

სემერუ ერთ-ერთია 120-ზე მეტი მოქმედი ვულკანიდან ინდონეზიაში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის.

სემერუს ამოფრქვევა უკანასკნელად იანვარში მოხდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG