Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 63 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 63 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 400-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 25 855 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 778 შემთხვევა. 3 234-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

6 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.88%;
  • ბოლო 7 დღის - 8.13%;
  • ბოლო 14 დღის - 8.56%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 867 071 შემთხვევა. მათგან 809 830 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 407 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG