Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა


ინდონეზიაში ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

6 დეკემბერს განახლდა სამაშველო სამუშაოები, რომლებიც ცუდი ამინდის გამო იყო შეფერხებული. მუშაობას ხელს უშლის ამოფრქვეული ფერფლი და კოკისპირული წვიმებით გაჩენილი ტალახი.

ამინდის გამოკეთების შემდეგ მაშველებმა შეძლეს 13 წლის მოზარდის გვამის ამოთხრა. მინიმუმ 56 ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში. ისინი ძირითადად დამწვრობას უჩივიან.

ამოფრქვევა 4 დეკემბერს დაიწყო კუნძულ იავაზე, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში.

ახლომდებარე სოფლების მოსახლეობამ სახლები დატოვა მას მერე, რაც ცაში 15 ათას მეტრამდე სიმაღლეზე აიჭრა ფერფლის ღრუბელი. დაზიანებულია გზები და ხიდები, ფერფლის სქელი ფენა აბნელებს მზის სინათლეს და ხელს უშლის სამაშველო სამუშაოებს. რამდენიმე სოფელი ფერფლმა დაფარა.

სემერუს კრატერის გარშემო ხუთკილომეტრიანი ზონის გარეთ ხელისუფლებამ საევაკუაციო კარვები დადგა.

სემერუ ერთ-ერთია 120-ზე მეტი მოქმედი ვულკანიდან ინდონეზიაში, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობენ ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის.

სემერუს ამოფრქვევა უკანასკნელად იანვარში მოხდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG