ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა უზბეკეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ დენოვოს მთავარ სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად.
უზბეკეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრში 7 დეკემბრის გამთენიისას მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვამ, რაც, ძველი გაზსადენებისა და უსაფრთხოების ზომების არასათანადო დაცვის გამო, არცთუ იშვიათად ხდება ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკაში.
მეხანძრეებმა 30 წუთის განმავლობაში შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა პრემიერ-მინისტრის მოადგილე აჩილბოი რამატოვი. სამართალდამცველებმა დაიწყეს ინციდენტის გამოძიება.
დაწერეთ კომენტარი