Accessibility links

site logo site logo

საბა ბუაძე საკრებულოს დეპუტატებს: არ სჭირდება კალაძეს თქვენი დაცვა, დიდი ბიჭია უკვე, დაცვაში თამაშობდა


"მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - უთხრა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა საბა ბუაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატებისა და საკრებულოს თავმჯდომარის რეპლიკები მოჰყვა. ბუაძემ კოლეგებს უთხრა, რომ ქალაქის მერს მათი დაცვა არ სჭირდებოდა, ვინაიდან ის უკვე “დიდი ბიჭია.

"დამშვიდდით, არ სჭირდება დაცვა, დიდი ბიჭია უკვე მგონი, დაცვაში თამაშობდა. ბოდიში, რომ ვერ გასიამოვნეთ ბოლომდე. ეს რა უბედურებაა, თქვენი შეფასებები არ მჭირდება არაფერში, ხელს ნუ იშვერთ. არ მჭირდება თქვენი დიდაქტიკა, კითხვა დამასრულებინეთ", - მიმართა საკრებულოს მმართველი პარტიის დეპუტატებს ბუაძემ.

"შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც", - თქვა კახა კალაძემ საბა ბუაძის გამოსვლის პასუხად.

საკრებულოში სხდომა, რომელზეც ქალაქის მთავრობა უნდა დამტკიცდეს, ხმაურით მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ არაერთხელ შეაწყვეტინა ოპოზიციონერ დეპუტატებს გამოსვლა. მან ასევე კრიტიკული კითხვების პასუხად იკითხა: რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG