Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული კაცი გარდაიცვალა


დროებითი მოთავსების იზოლატორი გურჯაანის პოლიციის შენობაში მდებარეობს.
დროებითი მოთავსების იზოლატორი გურჯაანის პოლიციის შენობაში მდებარეობს.

გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკავებული, 41 წლის კაცი სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წინასწარი ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულს ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კაცი სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს ოჯახში ძალადობის ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.

იზოლატორში კაცის გარდაცვალების ფაქტის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის საქმის შესწავლა მიმდინარეობს და დამატებით შეკითხვებს ვერ უპასუხებენ.

გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG