Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: ერთ კვირაში მსოფლიოში 10%-ით გაიზარდა კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში(29 ნოემბერი-5 დეკემბერი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 4 105 073 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 2%-ით მეტია. კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 52 641 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ითაა გაზრდილი.

WHO-ს თანახმად, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა ყველგან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის(+49%) და ამერიკის(+38%) გარდა.

გასულ ერთ კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირებული იყო მსოფლიოს ყველა რეგიონში, აფრიკის(+79%) და ამერიკის(+21%) გარდა.

პორტალ Worldometers-ის მიერ 8 დეკემბერს, დილით გამოქვეყნებული სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 267 მილიონს გადააჭარბა. COVID-19-ით გარდაცვლილია 5.2 მილიონზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG