ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში კაცმა ცოლი და შვილი, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. მოკლულია 21 წლის ბიჭი და 43 წლის ქალი.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის კიდევ ორმა წევრმა გაქცევა მოასწრო.
ადგილობრივების ინფორმაციით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.