Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე გამგებლებს ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს მოსახლეობასთან შეხვედრებს ავალებს


თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის გამგებლებს ავალებს, მოქალაქეებთან შეხვედრები ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს გამართონ. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის წევრებს ჰქონდეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა-თანადგომა და იცოდეთ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს... ჩვენთვის ყველაზე მთავარია საქმე და იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქში არსებობს, ღირსეული პასუხი და რეაგირება სჭირდება...

კარგად მესმის, რომ, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ, როცა რაღაცას ვერ ვუკეთებთ ან რაღაც შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და იცოდეს, რატომ ვერ სრულდება კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს და რატომ ვერ კეთდება", - თქვა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან თბილისის მერიაშიც გაიმართება.

კახა კალაძე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მეორე ვადით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩია. მისი წარდგინებით, თბილისის საკრებულომ 7 დეკემბერს დაამტკიცა მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლობის კანდიდატურები.

XS
SM
MD
LG