Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 10 დეკემბერს ჩაირთვება


ხვალ, 10 დეკემბერს, 20:00 საათზე თბილისის ცენტრალური ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები ჩაირთვება. მოსახლეობა ამ ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომიდან მიიწვია.

"დგება დრო, რომელსაც ყველა, დიდიც და პატარაც, მოუთმენლად ველით. დრო, როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს. იმედით, სიხარულით და სიყვარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა. ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. წინა წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელით სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ პარლამენტის წინ", - თქვა კალაძემ.

საღამოს მუსიკალურად ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი "ნიუტონი" გააფორმებენ.

გარდა ამისა, მერმა თქვა, რომ ორ კვირაში, 24 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება "საახალწლო სოფელი", რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება.

"საახალწლო სოფელში" განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და რაც მთავარია, თოვლის ბაბუას სახლი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო აქტივობები და კონცერტები: ზღაპრის გმირები, საბავშვო ვორქშოფები, მსვლელობები. პატარების და არა მხოლოდ მათ განწყობას თოვლის ბაბუა აამაღლებს. „საახალწლო სოფელში“ მოსულ სტუმრებს ასევე დახვდება ღია კინოთეატრი, ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და მრავალი საახალწლო ინსტალაცია", - თქვა კალაძემ.

XS
SM
MD
LG