Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი ჯარისკაცის დაჭრას იუწყება


უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე დონბასში

კიევი აცხადებს, რომ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მისი ორი ჯარისკაცი დაიჭრა ჰიბრიდული ძალების მხრიდან განხორციელებული სროლის შემდეგად დონბასში, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში.

უკრაინის სარდლობის ცნობით, წუხელ მოწინააღმდეგემ 6-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მათ შორის სამჯერ გამოიყენეს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება. უკრაინის სარდლობის ცნობით, მოწინააღმდეგემ სტანიცა ლუგანსკოეს მიმართულებით 102 და 82 მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნებიდან გახსნა ცეცხლი.

დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან ზურგში მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG