Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 3000-მდე ახალი შემთხვევაა, კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 35 841 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 922 შემთხვევა. 4 999-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

12 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8,15%;
  • ბოლო 7 დღის - 7,42%;
  • ბოლო 14 დღის - 7,88%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 889 286 შემთხვევა. მათგან 832 675 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 731 ადამიანი.

XS
SM
MD
LG