Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნევროლოგი: "სააკაშვილი იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლებიც არ უნდა მიეღო"


გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგი ოთარ თოიძე შევიდნენ.

როგორც სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე ნევროლოგმა განაცხადა, სააკაშვილი იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო, თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. ექიმის აზრით, ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა. ოთარ თოიძემ განმარტა, რომ სააკაშვილს დაძინების პრობლემა აქვს.

"ძილის გაუარესებაა, გაუარესება კი არა, ძილის შეუძლებლობა. გახსოვთ, რომ საუბარი იყო ციხეში არსებულ სიტუაციაზე, მერე „შუმოკებზე“, რომელიც პაციენტის ძილის დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომელსაც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური და დაძაბული მდგომარეობა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ, მეტაბოლური დაავადებაა“, - ამბობს ექიმი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG