Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ახალი კანცლერი პოლონეთს სტუმრობს. დღის წესრიგშია მიგრანტთა კრიზისი და რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბრიუსელის შემდეგ, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ვარშავას, სადაც პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებული საკითხების გარდა, პოლონეთის ხელისუფლებასთან ერთად უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალების ზრდასა და ევროკავშირ-პოლონეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობაზეც იმსჯელებს.

სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი, რომელიც გერმანიის მთავრობას 8 დეკემბრიდან უდგას სათავეში, 12 დეკემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის ხვდება. გერმანია მხარს უჭერს პოლონეთის მცდელობას, შეაჩეროს რამდენიმე ათასი მიგრანტი, რომლებიც პოლონეთის გავლით უკანონოდ ცდილობენ ბელარუსიდან გერმანიაში მოხვედრას. ევროკავშირისა და პოლონეთის განცხადებით, მიგრანტთა კრიზისი ხელოვნურად გამოიწვია ბელარუსის რეჟიმმა, რომელიც ცდილობს ამით შური იძიოს ევროკავშირზე მის მიერ, მინსკის მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციებისთვის.

პოლონეთში თავისი ვიზიტი გერმანიის ახალმა კანცლერმა დაახასიათა, როგორც „მეგობრული ვიზიტი“, მაგრამ მოელიან, რომ პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის დროს შოლცი წამოჭრის ასევე რამდენიმე სადავო თემას, მათ შორის შეეხება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარშემო პოლონეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ამჟამინდელ უთანხმოებას.

ევროპულმა სასამართლომ (ECJ) პოლონეთს ჯარიმის გადახდა დააკისრა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ პოლონეთის მმართველი „კანონისა და სამართლის“ პარტიის მიერ გატარებული რეფორმები ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.

პოლონეთმა უარი თქვა ჯარიმის გადახდაზე, ხოლო ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონებს ევროპულ მართლმსაჯულებაზე უპირატესი ძალა აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG