Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 21 264 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1527 შემთხვევა. 4588-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

13 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7,18%;
  • ბოლო 7 დღის - 7,45%;
  • ბოლო 14 დღის - 7,8%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747, საიდანაც 6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 515 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, 33 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 890 813 შემთხვევა. მათგან 837 263 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 777 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG