Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს


მელიქიშვილის გამზირი

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. ქუჩაზე, ყველა სხვა სახის საავტომობილო მოძრაობა კვლავ ცალმხრივად შენარჩუნდება. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მელიქიშვილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ იმოძრავებს ორმხრივად.

„2022 წელს დაგეგმილია მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგებშიც დაგეგმილია სატრანსპორტო სქემების ცვლილებაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ქუჩა გაორმხრივდება“, - უთხრეს მერიაში რადიო თავისუფლებას.

2006 წლიდან მელიქიშვილის გამზირზე როგორ საზოგადოებრივი, ასევე სხვა სახის ავტოტრანსპორტი ცალმხრივად მოძრაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG