Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს COVID-19 დაუდგინდა, ექსპერტები "ბუსტერის" მოწოდებით გამოდიან


სირილ რამაფოზა
სირილ რამაფოზა

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს, სირილ რამაფოზას COVID-19 დაუდგინდა. როგორც მისი კანცელარია იტყობინება, მას დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს.

რამაფოზამ, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, სიტყვით გამოსვლის შემდეგ იგრძნო თავი ავად.

როგორც პრეზიდენტმა თქვა, მისმა ავადმყოფობამ ხალხს უნდა უკარნახოს, რომ აიცრან. მისი სიტყვებით, ვაქცინა „საუკეთესო დაცვაა მძიმე ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციისგან“.

სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“, რომელმაც მას შემდეგ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში იჩინა თავი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი, რომელიც ამჟამად დომინირებს. ასევე „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინის ეფექტიანობა უფრო მცირეა, მაგრამ ის ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურ პირთა თქმით, დამატებითი აცრა „ომიკრონის“ წინააღმდეგ დაცვას აძლიერებს.

„ერთგვარი დამაიმედებელი ცნობაა ის, რომ, როგორც წინასწარი მონაცემები გვიჩვენებს, "ბუსტერს" თუ გაიკეთებთ,.. ეს ზრდის დაცვის ხარისხს იმდენად მაღალ დონეზე, რომ შემდეგ ის კარგად უმკლავდება "ომიკრონს“, - განუცხადა ABC News-ს აშშ-ის მთავრობის მთავარმა ექსპერტმა ინფექციური დაავადებების საკითხებში, ენტონი ფაუჩიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG