Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის კანცლერის თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისთვის სანქციების დაწესება ავნებს ევროკავშირს


კარლ ნეჰამერი
კარლ ნეჰამერი

ავსტრიის ახალმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ზიანს მოუტანს ევროკავშირს. ამის შესახებ მან Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

კანცლერი გამოვიდა მოწოდებით, დაიწყოს გაზსადენის ექსპლუატაცია, როგორც ეს დაგეგმილი იყო, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებს გაზი და ნავთობი სჭირდებათ. მისი თქმით, აუცილებელია ენერგომომარაგება რაც შეიძლება დიდი რაოდენობის წყაროებიდან.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ გერმანიას მოუწოდა, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს პირდაპირ გერმანიას და ევროკავშირს, უკრაინისთვის გვერდის ავლით.

გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 12 დეკემბერს ეს იმით ახსნა, რომ პროექტი არ უპასუხებს ევროპის სამართლებრივ ნორმებს, ამიტომ ჯერჯერობით არ შეიძლება მისი გაშვება. ბერბოკის განცხადების შემდეგ ევროპაში ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა პირველად გადააჭარბა 1400 დოლარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG