Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს იმ მაღაროს მფლობელი, რომელში აფეთქებამაც 51 ადამიანი შეიწირა


რუსეთის ხელისუფლებამ 15 დეკემბერს დააკავა ციმბირის იმ მაღაროს მფლობელი, სადაც ნოემბერში კატასტროფული აფეთქება მოხდა. დაპატიმრებულია ასევე კომპანიის სამი მენეჯერი. 25 ნოემბერს ციმბირის კემეროვოს რეგიონში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 მაშველი.

მაღარო, რომელიც 2003 წელს ამოქმედდა, რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიას, „სდს-უგოლს“ ეკუთვნის. გამოძიებამ დააკავა ამ კომპანიის თანამფლობელი და თავმჯდომარე მიხაილ ფედიაევი, მაღაროს მთავარი ინჟინერი ანატოლი ლობანოვი და ტექნიკური დირექტორი ანტონ იაკუტოვი. მათ ბრალი ედებათ უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. თვის დასაწყისში რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა ფედიაევისა და ალექსეევის შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, რომელზეც მათ განაცხადეს, რომ მზად იყვნენ პასუხისმგებლობა აეღოთ ტრაგედიაზე.

27 ნოემბერს მაღაროელთა ჯგუფმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ მეთანის დონის გასაზომად რეგულარულად აძლევდნენ მოწყობილობას, რომელიც ხელოვნურად იყო ისე დაყენებული, რომ არსებულზე დაბალი მონაცემი ეჩვენებინა. თუმცა, ამის მიუხედავად, მაღაროელების თქმით, მოწყობილობამ აგვისტოშიც და მიმდინარე თვეშიც მეთანის დაშვებულზე მაღალი დონე აჩვენა. მაღაროელებმა ამის დამადასტურებელი ფოტოები და ვიდეოებიც წარმოადგინეს. ამასთან, მათი თქმით, აფეთქების შემდეგ პირველი 90 წუთის განმავლობაში კატასტროფის ადგილას არც სასწრაფო დახმარება მისულა და არც მაშველები და მიწის ქვეშ ჩარჩენილებს სხვა მაღაროელები ეხმარებოდნენ.

მანამდე პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავა ხუთი ადამიანი - მაღაროს დირექტორი, მისი მოადგილე, უშუალო ზედამხედველი და სახელმწიფო ინსპექციის უწყების ორი თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG