78 ხმით ერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ძირითადი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 15 დეკემბერს განიხილეს.
ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6%-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ ლარს შეადგენს. დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, მიმდინარე ხარჯი კი 14.8 მლრდ ლარია, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 5.9 მლრდ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, მისი ოდენობა, 19.3 მლრდ ლარით განისაზღვრა.
დაწერეთ კომენტარი