Accessibility links

site logo site logo

კობახიძე ტყუილს უწოდებს ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას არ ტოვებს. ამის შესახებ მას პრემიერის 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ჰკითხეს.

"ეს არის ტყუილი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ის რეალური კონფლიქტები, რომლებიც არის ოპოზიციის შიგნით", - თქვა კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ისაუბრა, მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ თანამდებობას დატოვებდა ირაკლი ღარიბაშვილიც.

ჯერ ერთი წელიც არ არის გასული, რაც ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნდა. ის პრემიერობის კანდიდატად პარტიამ მას შემდეგ დაასახელა, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომას წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში სპეცოპერაციის დაწყების სურვილი. მელია ღარიბაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებიდან რამდენიმე საათში საპოლიციო ძალების გამოყენებით დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG