Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ ვართ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა და მოსახლეობას მასშტაბური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა.

„მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელიც ოპოზიციამ რეფერენდუმად გამოაცხადა და წინასაარჩევნო პროცესში სიცრუისა და ძალადობის მთელი რესურსი ჩადო. ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალები სამოქალაქო დაპირისპირებასაც კი გეგმავდნენ, თუმცა სახელწიფო მოწოდების სიმაღლეზე იყო, არის და იქნება, შესაბამისმა სამსახურებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და მოსალოდნელი სისხლისღვრა, მოსალოდნელი დესტაბილიზაცია საზოგადოებას თავიდან ავარიდეთ. ჩვენმა გუნდმა გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, მოსახლეობას მასშტაბური და ამავდროულად რეალისტური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა და 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე ნება და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რომ ქვეყანა არასდროს დაბრუნდება ძალადობრივ, უსამართლო და მჩაგვრელ წარსულში. "ქართული ოცნება" არის ერთიანი და ძლიერი გუნდი, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი ერთობა, რომელიც ხელისუფლებაში მესამე ვადით არის წარმოდგენილი და 2012 წლიდან მოყოლებული ხალხის ნდობას იმსახურებს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს წლიური ანგარიშის წარდგენისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG