Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზა იასკო: "არ შეიძლება სააკაშვილის რუსთავის საპყრობილეში გადაყვანა"


უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ლიზა იასკოს თქმით, პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, გავლენას ახდენს როგორც მის ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე, მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც გამოიარა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის საპატიმროში.

ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ არ შეიძლება სააკაშვილის რუსთავის საპატიმროში გადაყვანა იმ სიმპტომების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს.

„ძალიან სუსტადაა. არაფერი ახალი ამ მიმართულებით არ არის. შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საჭიროა რეაბილიტაციის პროცესის გავლა ციხის გარეთ. რაც შეეხება მის ფსიქოემოციურ განწყობას, ის საბრძოლო განწყობაზეა, მაგრამ იღლება ძალიან სწრაფად, როდესაც ელაპარაკები და საჭიროებს სიმშვიდესა და თავისუფლებას გამოჯანმრთელებისთვის. ის ელის 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, რათა დაინახოს მომავლისთვის მებრძოლი საქართველოს ბევრი მოქალაქე“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, რომელიც 22 დეკემბერს არის ჩანიშნული? ლიზა იასკოს თქმით, ეს საკითხი დიდწილად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„მას სურს თავისუფლება და სურს კარგი მომავალი საქართველოსთვის. პირველი, რასაც ის ამბობს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ისაა, რომ უნდა მოხდეს ცვლილებები, რომ ხალხმა უნდა იბრძოლოს ამისთვის და ის დაეხმარება მათ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG