საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდის უკვე 13 071 ადამიანი ემსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 33 813 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 195 შემთხვევა. 4 319-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი თბილისშია გამოვლენილი;
19 დეკემბრისთვის დადებითობის მაჩვენებლები ასეთია:
- დღიური - 6,49%
- ბოლო 7 დღის - 6,48%
- ბოლო 14 დღის - 6,96%
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 909 160 შემთხვევა.
კვლავ დაბალია ყოველდღიურად აცრილ პირთა რაოდენობა. გასული 24 საათის განმავლობაში 7 081-მა პირმა გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
დაწერეთ კომენტარი