საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 53 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 49 347 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3 282 შემთხვევა. 3 263-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
21 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 6.65%;
- ბოლო 7 დღის - 6.24%;
- ბოლო 14 დღის - 6.71%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 913 738 შემთხვევა. მათგან 866 339 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 169 ადამიანი.
2021 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა კორონავირუსის ახალი სახეობით, "ომიკრონით" ინფიცირების 2 შემთხვევა.
"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში და უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, დღემდე ყველაზე გადამდებად მიჩნეულ "დელტა" ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი დაკვირვებით, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. "ომიკრონის" გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უპირველესი რეკომენდაციაა ვაქცინის გაკეთება.