Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს ემუქრება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ან ორი ქვეყნის პოლიტიკა. ნედ პრაისის თქმით, ეს შეეხება საერთაშორისო წესრიგის ფუძემდებლურ პრინციპებს, რომ არცერთ ქვეყანას, რაგინდ დიდსა და ძლიერს, აქვს უფლება დაჩაგროს უფრო მცირე ზომის ქვეყნები და დაუწესოს საზღვრები, საკუთარი ინტერესების მისაღწევად.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ და მისი პარტნიორები არ დაუშვებენ საერთაშორისო წესრიგის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევას. ნედ პრაისმა დასძინა, რომ ამერიკის მიზანი დიალოგი და დიპლომატიაა, თუმცა, ნებისმიერი დიპლომატია უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივობის პრინციპებს.

XS
SM
MD
LG