ბელარუს ბლოგერ ვადიმ ერმაშუკს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ინტერნეტში განთავსებული პოსტისთვის, რომელშიც მან ქვეყნის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა „არალეგიტიმურ მმართველად“ მოიხსენია. 36 წლის ბლოგერმა, რომელსაც ასევე ასამართლებდნენ „დროშის შეურაცხყოფისთვის“, უარყო ბრალდებები და მოსამართლის შეკითხვებს არ უპასუხა. ერმაშუკი აგვისტოში დააკავეს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის და „ხულიგნობისთვის“ რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ის ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ გაათავისუფლეს, პროკურატურამ კი მის ახალი ბრალდებები წაუყენა.
ბელარუსში რეპრესიები გრძელდება მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ლუკაშენკამ მეექვსე ვადით გამოაცხადა თავი პრეზიდენტად, რამაც პროტესტის უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფონზე.
ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები არ ცნობენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად კვლავ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წლის განმავლობაში იმყოფება ხელისუფლების სათავეში.
რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ მედია და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რასაც მძაფრი კრიტიკა ახლავს დასავლეთის ქვეყნებში, რომლებმაც უკვე დაუწესეს სანქციათა რამდენიმე რაუნდი ლუკაშენკას რეჟიმს.
დაწერეთ კომენტარი