Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ჩამოინგრა არმატურის საამქროს სახურავის რკინის კონსტრუქცია. ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა რადიო თავისუფლებას ერთი ადამიანის გარდაცვალება დაუდასტურა. ის ადგილობრივი მცხოვრები იყო და საამქროში მუშაობდა.

მერის ინფორმაციით, დაშავდა საქართველოს 3 და ჩინეთის 3 მოქალაქე. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. წინასწარი ვერსიით, რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევა დიდთოვლობამ გამოიწვია.

ვერტყვიჭალაში საამქრო აქვს რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებელ ჩინურ კომპანია Hunan-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG