გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო აცხადებს, რომ ბელარუსი და პოლონეთი მიგრანტებსა და დევნილებს საზღვარზე აქეთ-იქით მიერეკებიან და ხშირად მათ საკვების, სასმელი წყლის და თავშესაფრის გარეშე ტოვებენ. გაეროს სააგენტომ ორ ქვეყანას მოუწოდა გადაჭრან ეს „შემზარავი ვითარება“ და შეუმსუბუქონ საზღვართან მყოფ ადამიანებს „უმძიმესი საარსებო პირობები“. გაერო აცხადებს, რომ მიგრანტებს ზოგჯერ ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას სპეცრაზმელები.
ევროკავშირის თქმით, ბელარუსი ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილ მიგრანტებს „იარაღად იყენებს“ სანქციებისთვის სამაგიეროს გადასახდელად და მათ ეხმარება ევროკავშირის წევრი ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის ტერიტორიებზე გადასვლაში.
დაწერეთ კომენტარი