Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესში ჩაერთნენ AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი


ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრობლობს კორონავირუსის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე.

"ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად გადავდგით პირველი ნაბიჯები ვარიანტ "ომიკრონის" ვაქცინის შესაქმნელად, თუკი ეს აუცილებელი გახდება და მოპოვებულ მონაცემებს დაეყრდნობა", - განაცხადა კომპანიამ 21 დეკემბერს. ოქსფორდისა და AstraZeneca-ს "ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინების ნებისმიერი ახალი ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენება პრინციპში უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე გარკვეული პირები აქამდე ვარაუდობდნენ", - უთხრა ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის ლიდერმა, სენდი დაგლასმა, Financial Times-ს.

კონკრეტულად "ომიკრონის" წინააღმდეგ მიმართული ვაქცინების წარმოების შესახებ ასევე აცხადებენ Pfizer/BioNTech-ი და Moderna. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მისი პრეპარატის კლინიკური ცდები უკვე 2022 წლის დასაწყისში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG