Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 1 წლით გაუხანგრძლივა


საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანაში კოვიდრეგულაციები დააწესოს. კანონპროექტი გამარტივებული სახით გავიდა კენჭისყრაზე და მას 77 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, პარლამენტი საქართველოს მთავრობას 2020 წლის ივლისიდან რეგულარულად ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ისეთი კონსტიტუციური უფლებები, როგორებიცაა გადაადგილების თავისუფლება, დააწესოს კომენდანტის საათი, აკრძალოს საქალაქთაშორისო მიმოსვლა და გააჩეროს სხვადასხვა დაწესებულება.

სწორედ ეს უფლება გამოიყენა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ, 22 დეკემბრის სხდომაზე და კვლავ არ მისცა ღამის კლუბებს მუშაობის განახლების უფლება.

ამ მინიჭებული უფლებამოსილებით, მთავრობას მის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეებისა და კომპანიების დაჯარიმების უფლება აქვს, მოგვიანებით კი შეუძლია ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG