პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
„მოგეხსენებათ, რომ 25 დეკემბერს არის პატრიარქის აღსაყდრების 44 წელი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მე უნდა მიმელოცა. სამწუხაროდ, ადრე მომიწია, იმიტომ, რომ 25 დეკემბერს საქართველოში არ ვიქნები და ეს იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც ასე ადრე მომიწია“, - თქვა მან.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური საქმიანობის შესახებაც ილაპარაკა.
„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრი საქმე და სამუშაოა. ამიტომ, რეგიონებში ხალხთან ბევრი მუშაობა გვიწევს. ეს არის და ეს. თან ახლა განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები ამ საკანონმდებლო ორგანოებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
დაწერეთ კომენტარი