საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 68 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 43 437 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 164 შემთხვევა. 3 767-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
23 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 4.98%;
- ბოლო 7 დღის - 5.94%;
- ბოლო 14 დღის - 6.43%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 918 641 შემთხვევა. მათგან 873 178 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 289 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი