Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა "ექსტრემისტულის" სტატუსი შეუფარდა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური - რომელიც ადგილობრივად "რადიო სვაბოდას" სახელითაა ცნობილი - დაუმატა ექსტრემისტული ორგანიზაციების თავის სიას, როგორც მორიგი გამოვლინება დამოუკიდებელ მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისა, რომელიც მოჰყვა შარშან ჩატარებულ, კამათის საგნად ქცეულ არჩევნებს. ავტორიტარი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა თავს ამ არჩევნებში გამარჯვებულად აცხადებს, ოპოზიცია და მისი მომხრეები კი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ.

სამინისტროს მიერ 23 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, "დადგინდა, რომ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც რადიო სვაბოდას საინტერნეტო რესურსებთან არის დაკავშირებული, ექსტრემისტული ჯგუფია".

ეს ზომა ნიშნავს, რომ ბელარუსებს, რომლებიც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის საინტერნეტო გამომწერები არიან, შესაძლოა ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეთ.

სამიოდე კვირის წინ მინსკის სასამართლომ ექსტრემისტულის სტატუსი შეუფარდა რადიო სვაბოდას ოფიციალურ არხს "ტელეგრამზე" - ისევე, როგორც რამდენიმე ჟურნალისტის გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ბელარუსის ხელისუფლებამ ტელეგრამის ასობით არხი, ბლოგები და ჩეტრუმები შერაცხა "ექსტრემისტულად" მას შემდეგ, რაც ქვეყანა მოიცვა არჩევნების შედეგებით გამოწვეულმა საპროტესტო ტალღამ. 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკას მეექვსე საპრეზიდენტო ვადა მიაკუთვნეს, რასაც ოპოზიცია და მისი მომხრეები გაყალბების შედეგად მიიჩნევენ. გამოსვლების პასუხად, მთავრობამ გააძლიერა ზეწოლა პროდემოკრატიულ მოძრაობაზე, დააპატიმრა ასობით მოქალაქე და ქვეყნიდან განდევნა ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა. არის ცნობები ციხეებში წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG