Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსკავკასიური მაგისტრალი გაიხსნა


როკის გვირაბი
როკის გვირაბი

23 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გაიხსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც 3 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი 20 დეკემბერს უამინდობის, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო დაკეტეს.

„მაგისტრალი ხუთშაბათს 16:00 საათზე ყველა სახეობის ტრანსპორტისთვის გაიხსნა, გარდა სატვირთო მანქანებისა", - აღნიშნულია ე.წ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ძლიერი თოვის და ზვავსაშიშროების გამო ორშაბათს დაკეტეს. ზვავმა როკის გვირაბთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყაზარმა დაფარა. ზვავის ქვეშ 5 სამხედრო პირი აღმოჩნდა. 3 დაიღუპა, ორის გადარჩენა მოხერხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG