Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიას მოჰყვება რუსეთთან ნატოს მეტი ჯარის განთავსება



რუსეთის შეიარაღება ყირიმში ჩატარებული წვრთნების შემდეგ, 2021 წლის აპრილი
რუსეთის შეიარაღება ყირიმში ჩატარებული წვრთნების შემდეგ, 2021 წლის აპრილი

აშშ ცდილობს შეაკავოს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისგან და აცხადებს, რომ ამგვარ ქმედებას მოჰყვება დასავლეთის სადამსჯელო სანქციები, ნატო კი იძულებული გახდება კიევს გაუზარდოს სამხედრო დახმარება და მოსკოვის სიახლოვეს მეტი ძალები განათავსოს.

"თუკი რუსეთი განახორციელებს იმას, რაც, შესაძლოა, იგეგმებოდეს, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ ამას დიდი საფასური დავუწესოთ, რომელიც ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას და მოიტანს ზუსტად იმას, რაც, როგორც [რუსეთი] აცხადებს, მას არ სურს - ნატოს არა ნაკლებ, არამედ მეტ შესაძლებლობას, რუსეთისგან არა მოშორებით, არამედ ახლოს", - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განათავსა 100 000-მდე საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი სამხედრო, რასაც აშშ უკვე მომავალ თვეში დაგეგმილი შესაძლო შეჭრის წინა ეტაპად აფასებს. რუსეთი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმის ქონას და ამბობს, რომ დაძაბულობის პროვოცირებას უკრაინა და ნატო ახდენენ.

რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა შესაძლოა იყოს უკრაინაზე და დასავლეთზე ზეწოლის მცდელობა, საიმისოდ, რომ ისინი დათანხმდნენ მოსკოვის მიერ ახლახან გამოცხადებულ, მასშტაბურ მოთხოვნებს უსაფრთხოების სფეროში - მათ შორის ნატოს გაფართოების შეჩერებას.

XS
SM
MD
LG