Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმება ეუთოს განცხადებას აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ


აშშ მიესალმა ეუთოს განცხადებას, რომ უკრაინის სამთავრობო ძალები და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში დათანხმდნენ, უერთგულონ 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 23 დეკემბერს მიესალმა შეთანხმების მიღწევის მიზნით ეუთოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და მხარეებს მოუწოდა, სრულად უერთგულონ დადებულ პირობებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ეს მოიტანს მშვიდობას, რომელიც შექმნის "რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციისთვის საჭირო დიპლომატიურ სივრცეს და დადებით ატმოსფეროს სამომავლო დისკუსიებისთვის".

უკრაინაში ეუთოს ოფისის ხელმძღვანელმა, მიკო კინუნენმა შეთანხმების მიღწევის შესახებ 22 დეკემბერს გამოაცხადა და მას უწოდა "უმნიშვნელოვანესი, კონტაქტის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხისთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG