საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წლის სეზონი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში ორი გამარჯვებული დაასახელა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.
გასულ წელს ორივე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ტალახაძემ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულებიც მოიპოვა და მსოფლიოს რეკორდებიც გააუმჯობესა. ბექაურმა კი წლეულს ოლიმპიადის გარდა, ევროპირველობაზეც იმარჯვა.
ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად ძიუდოისტთა ნაკრების დამრიგებელი ლაშა გუჯეჯიანი დაასახელა. საუკეთესო ქალ სპორტსმენად - ასევე ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.
წლის აღმოჩენის ჯილდოს დაეუფლნენ მარიამ ქერდიკოშვილი (კანოე) და ლერი აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია კი საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია გახდა.