Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა გააუქმა ავღანეთის საარჩევნო კომისია, რადგან მის "საჭიროებას" ვერ ხედავს


თალიბანმა გააუქმა ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია - უწყება, რომელიც უწინდელი, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციის პირობებში საარჩევნო უბნებს ხელმძღვანელობდა.

თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის პრესმდივანმა 25 დეკემბერს ქაბულში გამოაცხადა, რომ კომისია გაუქმებულია, ისევე, როგორც სხვა უწყებები - საარჩევნო საჩივრების დამოუკიდებელი კომისია და ორი სამინისტრო. "ამ კომისიების არსებობის და მუშაობის საჭიროება არ არსებობს" - თქვა პრესმდივანმა, ბილალ კარიმიმ და დასძინა, რომ თალიბანი "კომისიებს აღადგენს, თუკი ამის აუცილებლობას ვიგრძნობთ".

ამ ოთხ უწყებაში 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია 2006 წელს დაარსდა და დაევალა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სახის არჩევნების ადმინისტრირება და ზედამხედველობა. ამბოხების მოწყობის პერიოდში თალიბანს ადანაშაულებდნენ ძალადობის გამოყენებაში ხელის შესაშლელად არჩევნებისთვის, რომელსაც ის არაისლამურს უწოდებდა. მოკლულ იქნა საარჩევნო ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი, მიზანში იღებდნენ პოლიტიკურ დემონსტრაციებს, ექსტრემისტები თავს ესხმოდნენ რიგით მოქალაქეებსაც, არჩევნებში მონაწილეობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG