Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის მთავარი ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა


თელავის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე დგას, ავარიულად გაითიშა, ადგილზე კი სახანძრო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა. მისი ინფორმაციით, ნაძვის ხეზე დაკვამლიანება შენიშნეს და მალევე მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. თვითმხილველი ამბობს, რომ დამწვარია ნაძვის ხის ზედა ნაწილი.

რადიო თავისუფლებას ნაძვის ხის დაწვა დაუდასტურეს თელავის მერიაში. რამ გამოიწვია ხანძარი, ამას გამოძიება დაადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG