Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელმაც დარტყმა მიაყენა ვაშინგტონთან ურთიერთობას


პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ვეტო დაადო მედიასთან დაკავშირებულ, პარლამენტარების მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელსაც ბევრი ჯგუფი მიიჩნევდა უხეიროდ შეფარულ მცდელობად, გაეჩუმებინათ აშშ-ის მფლობელობაში მყოფი, მთავრობის მიმართ კრიტიკული არხი.

კანონპროექტი შეეხებოდა საინფორმაციო არხის, TVN24-ის მუშაობას, რომელიც აშშ-ის მედიაკომპანია Discovery Inc. - ის მფლობელობაშია. კანონპროექტი ამკაცრებდა პოლონეთში მოქმედი მედიასაშუალებების ფლობას უცხოეთში. კანონპროექტმა დარტყმა მიაყენა ურთიერთობას ვაშინგტონთან, რომელიც ვარშავის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა.

"მე გავიზიარე ჩემი თანამემამულეების უმრავლესობის მოსაზრება, ვისაც ვესაუბრე, რომ ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი შემაწუხებელი ან პრობლემის შემქმნელი საკითხი, არ გვჭირდება მეტი უთანხმოება", - თქვა დუდამ მოკლე განცხადებაში 27 დეკემბერს. დუდას თქმით, მან კანონპროექტი კვლავ პარლამენტს დაუბრუნა განსახილველად.

TVN Grupa Discovery-ის მენეჯმენტის საბჭოს წევრები პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას პოლონეთში თავისუფალ მედიაზე "უპრეცედენტო შეტევას" უწოდებდნენ, თავად Discovery კი ამბობდა, რომ კანონპროექტმა "უნდა შეაშფოთოს პოლონეთში ინვესტიციის განმახორციელებელი ნებისმიერი უწყება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG