დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 1 305 418 200 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 255 115 700 ლარით მეტია.
კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 42 დეპუტატმა მიიღო, ხუთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორმა კი თავი შეიკავა.
საკრებულოს წევრებს თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.